Friday, June 29, 2018

კურსის რეფლექსია

    დავასრულეთ ინტელის კურსი:პროექტებით სწავლება. კურსი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივად დატვირთული იყო.პროექტის სათაურად შევარჩიე თემა, რომელიც აქტუალურია იმ არეალში, სადაც მე ვმოღვაწეობ. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ 21საუკუნის უნარ_ჩვევების ჩამოყალიბება.
  კურსის ფარგლებში 9დღიანი მუშაობის განმავლობაში შევქმენი პროექტის გეგმა, რომელიც ვფიქრობ, დახვეწას საჭიროებს და პროექტის განხორციელებამდე კიდევ გადავხედავ დეტალების დასაზუსტებლად. შევქმენი მოსწავლისა და მასწავლებლის სავარაუდო ნაშრომები. განვსაზღვრე მიზნები და მისაღწევი შედეგები.
 ძალიან საინტერესო ჯგუფი შედგა. ბოლო დღეს მოვისმინე პრეზენტაციები, რომლებიც მომეწონა. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები და მივეცით რეკომენდაციები.
 უღრმესი მადლობა ქალბატონ ლია ნავროზაშვილს, რომელიც თავდაუზოგადავად მუშაობდა ჩვენთან. 
 
   

No comments:

Post a Comment