დავასრულეთ ინტელის კურსი:პროექტებით სწავლება. კურსი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივად დატვირთული იყო.პროექტის სათაურად შევარჩიე თემა, რომელიც აქტუალურია იმ არეალში, სადაც მე ვმოღვაწეობ. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ 21საუკუნის უნარ_ჩვევების ჩამოყალიბება.
კურსის ფარგლებში 9დღიანი მუშაობის განმავლობაში შევქმენი პროექტის გეგმა, რომელიც ვფიქრობ, დახვეწას საჭიროებს და პროექტის განხორციელებამდე კიდევ გადავხედავ დეტალების დასაზუსტებლად. შევქმენი მოსწავლისა და მასწავლებლის სავარაუდო ნაშრომები. განვსაზღვრე მიზნები და მისაღწევი შედეგები.
ძალიან საინტერესო ჯგუფი შედგა. ბოლო დღეს მოვისმინე პრეზენტაციები, რომლებიც მომეწონა. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები და მივეცით რეკომენდაციები.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლია ნავროზაშვილს, რომელიც თავდაუზოგადავად მუშაობდა ჩვენთან.
Friday, June 29, 2018
Saturday, June 23, 2018
მე-8 დღე
გავეცანი ფასილიტაციის მასალას.შემდეგ შევქმენი ჩემი პროექტის,,წარმატებული ქალები" ფასილიტაციის სლაიდები. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა და მოსწავლეებს დაეხმარება შემდგომ მუშაობაში.
Friday, June 22, 2018
მე-7 დღე
ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების საფუძველზე სპეციალური საჭიროებების მქონე, არაქართველ მოსწავლეებთან და ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიებზე და შევქმენით შესაბამისი ნიმუშები.
Sunday, June 17, 2018
მეექვსე დღე
ნაყოფიერად ვიმუშავეთ განსხვავებული პროდუქტის შეფასების რუბრიკებზე. განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები და შევქმენით მოსწავლეთათვის განკუტვნილი პროექტის შექმნის პრეზენტაცია.
Saturday, June 16, 2018
მე-5 დღე
მეხუთე დღეც ნაყოფიერი იყო.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე, ინფორმაციის სანდოობაზე. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მოკლედ,საინტერესო დღე იყო.
Sunday, June 10, 2018
მე-4 დღე
ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე. შევქმენით შეფასების მეთოდები და მათი შეფასების ინსტრუმენტები.ასევე ჩამოვაყალიბეთ შეფასების მოკლე ანალიზი.
Saturday, June 9, 2018
მესამე დღე
მესამე დღეც საინტერესოა.ვიმუშავეთ შესაბამის საგნობრივ სტანდარტზე, რომელიც გადავიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.შევისწავლე ზოგადი, თემატური და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება და დასმა.
Sunday, June 3, 2018
2 დღე
ვაგრძელებ სწავლას.მაქსიმალურად ვარ ჩართული სამუშაო პროცესში. შევქმენი პროექტის ბუკლეტი და გეგმა-შაბლონი.ავტვირთე ჩემი საქაღალდე დრაივზე.
1დღე
ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგია. გავეცანი ბლოგის შექმნის პროცედურას და შევქმენი ის. ძალიან შრომისმოყვარე და დაუღალავი ტრენერი გვყავს. გავიცანი საინტერესო ადამიანები.
1 დღე
ძალიან საინტერესო ტრენინგია, ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ვიღებ. შევქმენი ბლოგი, გავიცანი საინტერესო ადამიანები.
Subscribe to:
Posts (Atom)